საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა, 2024 წლის 1 ნოემბერს, მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” უმასპინძლა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევარებმა. კონფერენციის ქართველ და უცხოელ მონაწილეთა ერთობლივმა რაოდენობამ შეადგინა 96, ხოლო კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევითი ნაშრომების საერთო რაოდენობამ შეადგენა 53 სამეცნიერო სტატია.

კონფერენციის პლენარულ სხდომას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. სამეცნიერო საზოგადოებას მისასალმებელი სუტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბატონმა შალვა მხატრიშვილმა.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ:

პროფესორი იური ანანიაშვილი, თსუ;

პროფესორი გიუნტერ ჰოფბაუერი (Prof. Dr. Gunter Hofbauer) - ინგოლშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია; (Technische Hochschule Ingolstadt).

პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ მუშაობა გაგრძელა სექციებში. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 15 სექცია. დღის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი სხდომა, რითაც მე-9 საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა.

 

თარიღი: 01/11/2024